ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიის არსებობა ტვირთის სახმეელთო, საზღვაო, საჰაერო და სარკინიგზო გადაზიდვის, თუ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ლოგისტიკურ პროცესშებში.
გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან თავის დასაცავად, CTS – ის გამოცდილი გუნდი, ტვირთის ტრანსპორტირებასთან და სრულ ლოგისტიკურ მომსახურებასთან ერთად, გთავაზობთ დაზღვევის სრულ სპექტრს :
- პასუხისმგლობის დაზღვევა
- კონტრაქტის დაზღვევა
- ტვირთის დაზღვევა
- საწყობის დაზღვევა
ჩვენი კომპანიის პასუხისმგებლობა, რაც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასა და სატერმინალო მომსახურებასთან, დაზღვეულია საერთაშორისო კონვენციის თანახმად, გადა ამისა, თუ გსურთ ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების გამორიცხვა, ჩვენი გუნდის წევრები მუდმივად მზად არიან კონსულტაცია გაგიწიონ, თქვენთან ერთად დეტალურად გაიარონ თქვენი პროდუქტის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ყველა ლოგისტიკური საფეხური, სტატისტიკური ინფორმაციის გათვალისწინებით ობიექტურად შეაფასონ პოტენციური რისკები და პერსონალურად თქვენზე მორგებული სადაზღვეო პაკეტი შემოგთავაზონ.
CTS – Caucas Transport Solutions – ის 12 წლიანი გამოცდილება, უამრავი წარმატებულად შესრულებული მასშტაბური პროექტი და მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ სადაზღვეო კომპანია ალდაგთან მრავალწლიანი თანამშრომლობა თქვენი ტვირთის უსაფრთხოების გარანტიაა.
თქვენი ტვირთი საიმედო ხელშია.