დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ლოგისტიკური კომპანიები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქონლის უწყვეტი ნაკადის უზრუნველსაყოფად მწარმოებლებიდან მომხმარებლებამდე.
Caucas Transport Solutions – ის გუნდი საერთაშორისო ლოგისტიკურ საქმიანობაში აქტიურად ჩაბმულია 2012 წლიდან. ჩვენი კომპანია გამორჩეულია იმით, რომ დანარჩენ, სტანდარტულ სერვისებთან ერთად, მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ სრული ლოგისტიკური მომსახურებით, მათ შორის სასაწყობე სერვისით.
სასაწყობე მომსახურება გულისხმობს კონკრეტული ვადით ტვირთების შენახვას საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად დაცულ ობიექტში, მანამ, სანამ არ მოხდება მათი დისტრიბუცია საბოლოო დანიშნულების ადგილებამდე.
ეს ობიექტები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპექტებულია კვალიფიციური კადრებით, რაც ამარტივებს ნებისმიერი სახის ტვირთის შენახვა – დისტრიბუციის პროცესს, იქნება ეს სტანდარტული თუ არასტანდარტული ტვირთი, სხვადასხვა ტიპის ნედლეული, მელფუჭებადი თუ ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული ტვირთი და ა.შ.
ჩვენ გამოგვარჩევს სტრატეგიულად განლაგებული საწყობები საქართველოში, ჩინეთში, გერმანიაში, იტალიაში, თურქეთსა და ბულგარეთში. კონკურენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ეყრდნობიან მესამე მხარის ობიექტებს და დამატებით იხდიან სასაწყობე ხარჯებს – რაც ბუნებრივია იწვევს ტარიფის მატებას და ტვირთის დამუშავების პერიოდის გახანგრძლივებას – ჩვენ გთავაზობთ გამარტივებულ პროცესს. ჩვენი შიდა ინფრასტრუქტურით და სანდო საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, თქვენი ლოგისტიკური პროცესი უფრო სწრაფი, ეკონომიური და სრულიად შეუფერხებელია.
CTS – თქვენი სანდო პარტნიორი.