საჰაერო გადაზიდვა
ტვირთის გადაზიდვის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი გზა საჰაერო ტრანსპორტირებაა. მას ძირითადად ტექნიკის, ტანსაცმლის, ფარმაცევტული ნაწარმის, სეზონური და სხვა მაღალი მოთხოვნის მქონე პროდუქციის ტრანსპორებისთვის იყენებენ. გასათვალისწინებელია ის, რომ საჰაერო გადაზიდვის პროცესში გაცილებით მარტივია ტვირთის კონტროლი, შესაბამისად ტვირთი ნაკლებად ექვემდებარება პოტენციურ დაზიანებას.
CTS-ის სრული საჰაერო გადაზიდვების მომსახურება, აეროპორტიდან აეროპორტამდე და კარიდან კარამდე მიწოდების სერვისს გულისხმობს, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას და სანდოობას. ჩვენი გამოცდილი ლოგისტიკური გუნდი სანდო საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გთავაზობთ ტვირთის შეგროვებას აზიის, ევროპისა და აშშ-ს მთავარ ქალაქებში.
ჩვენი საჰაერო გადაზიდვის სერვისის ძირითადი უპირატესობები:
- გადაუდებელი, ძვირადღირებული ტვირთის სწრაფი და უსაფრთხო ტრანსპორტირება
- ტვირთის მარტივი კონტროლი და პოტენციური რისკების მინიმუმანდე დაყვანა.
- სერვისი ძირითადი გლობალი ჰაბების მასშტაბით აზიაში, ევროპასა და აშშ-ში.
ჩვენი საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის პაკეტი მოიცავს:
- ტვირთის შეგროვებას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.
- საბაჟო – საბროკერო მომსახურებას.
- საჰაერო გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას.
- მალფუჭებადი, სახიფათო და განსაკუთრებული ტვირთების გადაზიდვას.
- შეფუთვა / გადაფუთვა / დასაწყობებას.
- სწრაფ საექსპდიტორო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით.
- ტვირთის დაზღვევას გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან.
- დოკუმენტაციის მომზადებას.
- კარიდან კარამდე მიწოდებას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
რატომ უნდა აირჩიოთ CTS – ის საჰაერო გადაზიდვის სერვისი?
ჩვენთან პარტნიორობით, თქვენ მიიღებთ წვდომას საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებთან დაკავშირებულ მრავალწლიან გამოცილებაზე და უსაფრთხო, საიმედო გლობალურ ლოგისტიკურ ქსელზე, რომელიც ეფექტური მიწოდების გარანტიას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, აგზავნით მალფუჭებად პროდუქტს, სახიფათო თუ სტანდარტულ ტვირთს, თქვენი გზავნილი საიმედო ხელშია.