სრული კონტეინერით ტრანსპორტირება (FCL)
საზღვაო ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული და ხარჯთეფექტური გზაა შორ მანძილებზე ტვირთის გადასაზიზად და ის გულიხსმობს საერთაშორისო გადაზიდვას საზღვაო მეთოდით, როდესაც კონტეინერის სრული სივრცე განკუთვნილია მხოლოდ ერთი მიმღებისთვის. CTS – ის პროფესიონალთა გუნდი, გლბალური სატრანსპორტო ქსელის გამოყენებით დაწვრილებით გეგმავს საზღვაო გადაზიდვის ციკლის თითოეულ ნაბიჯს, დატვირთის წერილიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე. ჩვენი მიზანია დავაკმაყოფილოთ და გადავაჭარბოთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინს სანდო და კონკურენტუნარიანი სერვისების უზრუნველყოფით.
ჩვენი წარმომადგენლობითი ოფისები განლაგებულია საქართველოს ძირითად პორტებში, ბათუმსა და ფოთში, რაც უზრუნველყოფს მთავარ სატრანსპორტო მარშრუტებზე მარტივ წვდომას.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ფასებს და გარანტირებულ ადგილს ბორტზე.
სრული FCL მომსახურება
Caucas Transport Solutions გთავაზობთ საკონტეინერო გადაზიდვის სერვისების ფართო არჩევანს. ჩვენი მომსახურება მოიცავს ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის კონტეინერის შერჩევას:
- 20’ და 40’ ფუტიანი კონტეინერი
- ღია კონტეინერი
- კონტეინერი ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფით (რეფი)
- ბაქანი – კონტეინერი
- ISO კონტეინერი ( ინტერმოდალური კონტეინერი, რომელიც დამზადებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული სპეციფიკაციების მიხედვით)
ჩვენი FCL სერვისების ძირითადი მახასიათებლები:
- შიდა გადაზიდვის უზრუნველყოფა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.
- კონტეინერის ძარის დაზღვევა და მულტიმოდალური ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
- მალფუჭებადი, ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული და სახიფათო ტვირთის გადაზიდვის უზრუნველყოფა.
- სასმელის გადაზიდვას.
- კონტეინერის დაცლა – გადატვირთვა.
- ტვირთის დაბმა – დამაგრება.
- კარიდან-კარამდე მიტანის სერვისი (დატვირთვის პორტიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე).
- სრული საბაჟო-საბროკერო მომსახურება.
- ტვირთის დასაწყობება და დისტრიბუცია.
- მულტიმოდალური მომსახურება
- ტრანზიტული გადაზიდვა.
რატომ უნდა ავირჩიოთ CTS – ის FCL სერვისი?
- დიდი გამოცდილება საკონტეინერო გადაზიდვებში და საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი ქსელი.
- წარმომადგენლობითი ოფისები ქვეყნის ძირითად პორტებში, ბათუმსა და ფოთში, დროული და ხარჯთეფექტური მიწოდების უზრუნველსაყოფად.
- მუდმივი სწრაფვა კონკურენტული ტარიფებისადმი და ბორტზე გარანტირებული ადგილის უზრუნველყოფა.
- სახიფათო, ტემპერატურულ რეჟიმს დაქვემდებარებული და მალფუჭბადი ტვირთის მართვის გამოცდილება.