მენიუ

სრული მანქანით ტრანსპორტირება (FTL)

 

სრული მანქანით ტრანსპორტირება გულიხსმობს საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვას, როდესაც სატვირთო მანქანის მთლიანი სივრცე განკუთვნილია მხოლოდ ერთი მიმღების ტვირთისთვის, იქნება ეს იმპორტისთვის თუ ექსპორტისთვის. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ტვირთის სპეციფიკის და მომწოდებლის მოთხოვნების გათვალისწინებით ხდება შესაბამისი სატვირთო ავტომობილის მიწოდება დაგეგმილ დროს და მითითებულ ადგილას.

FTL ლოჯისტიკაში 12 წლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა საიმედო და ეფექტური სისტემა, რომელიც აერთიანებს კონკურენტულ ფასებს და მაღალი ხარისხის მომსახურებას, რაც გვაქცევს რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სანდო კომპანიად სახმელეთო გადაზიდვების ინდუსტრიაში.

ჩვენი FTL სერვისის უპირატესობები:

  • თქვენზე მორგებული მიწოდება ტვირთის სპეციფიკიდან გამომდინარე
  • სრული დატვირთვისთვის გამოყოფილი სატვირთო მანქანები, რაც უზრუნველყოფს უფრო სწრაფ და უსაფრთხო ტრანზიტს.
  • ტვირთის დროული აღება და მიწოდება თქვენთვის სასურველ ადგილას.
  • დიდი გამოცდილება ტვირთის ფართო სპექტრის, მათ შორის არაგაბარიტული, სახიფათო და მალფუჭებადი ტვირთის მართვაში.
  • ტვირთის დაზღვევა.

ჩვენ გთავაზობთ სრულ FTL მომსახურებას შემდეგ რეგიონებში:

  • ევროპა (დასავლეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა)
  • ჩინეთი
  • თურქეთი
  • ცენტრალური აზია
  • აღმოსავლეთ აზია
  • კავკასია
  • ყოფილი დსთ-ს ქვეყნები

რატომ უნდა აირჩიოთ CTS-ის FTL სერვისი?

  • ჩვენი ფართო ლოჯისტიკური ქსელი და სტრატეგიული პარტნიორობა ევროპის, აზიისა და კავკასიის მასშტაბით უზრუნველყოფს თქვენი ტვირთის უწყვეტ ტრანზიტს.
  • ჩვენ გთავაზობთ კარიდან-კარამდე მიტანის სერვისს, როგორც ქალაქის, ისე რაიონების მასშტაბით
  • ჩვენი ავტოპარკი სრულად აღჭურვილია თანამედროვე GPS სისტემებით, რაც რეალურ დროში განახლებულ ინფორმაციას იძლევა და უსაფრთხო ტრანსპორტირების გარანტიაა.
Scroll to Top