მენიუ

სტანდარტული კონტეინერები

სტანდარტული კონტეინერები აგრეთვე ცნობილია, როგორც ზოგადი დანიშნულების (უნივერსალური) კონტეინერები. ისინი დახურული კონტეინერებია, ანუ დახურული ყველა მხარეს. შეიძლება გავარჩიოთ სტანდარტული კონტეინერების შემდეგი ტიპები:

· სტანდარტული კონტეინერები კარებით ერთ ან ორივე ტორსის კედელზე.

· სტანდარტული კონტეინერები კარებით ერთ ან ორივე ტორსის კედელზე და კარებით ერთი ან ორივე გვერდის მთელ სიგრძეზე.

· სტანდარტული კონტეინერები კარებით ერთ ან ორივე ტორსის კედელზე ან კარებით ერთ ან ორივე გვერდზე.

გარდა ამისა, სხვადასხვა ტიპის სტანდარტული კონტეინერები აგრეთვე განსხვავდებიან ზომებით და წონით, რაც იძლევა სტანდარტული კონტეინერების ფართო დიაპაზონს.

სტანდარტული კონტეინერები ძირითადად გამოიყენება როგორც 20′ და 40′ (20-ფუტიანი და 40-ფუტიანი) კონტეინერები. ნაკლები ზომების კონტეინერები ძალიან იშვიათად გამოყენება. სინამდვილეში ტენდენციაა უფრო დიდ ზომებისკენ, მაგ. 45′. სტანდარტული კონტეინერის ძირითადი კომპონენტები ნაჩვენები 20-ფუტიანი ფანერის კონტეინერის შემდეგ სქემაზე:

ჩარჩოს და ძირის განივი ელემენტები გაკეთებული ფოლადის პროფილებისგან, კედლებისთვის გამოყენებულია სამი სხვადასხვა მასალა:

1. ფურცლოვანი ფოლადი, გოფრირებული

მახასიათებლები:

· მასალის დაბალი ღირებულება

· ადვილი შეკეთება

· ტარის დიდი წონა

· დაუცველია კოროზიისგან

· ძნელი გასაწმენდია გოფრირებული კიდლების გამო

2. ალუმინის ფურცელი ხისტი სამაგრი პროფილებით

მახასიათებლები:

· ტარის დაბალი წონა

· მასალის მაღალი ღირებულება

· ადვილად დეფორმირდება, ძალიან სწრაფად იქმნება შენატყლეჟი

3. ფანერა მინაბოჭკოთი არმირებული პლასტიკური (GRP) საფარით (ფანერა+ GRP)

მახასიათებლები:

· ადვილად იწმინდება გლუვი ზედაპირის წყალობით

· ადვილი შეკეთება

· მაგარი და ელასტიკური. არ იქმნება შენატყლეჟები

· მასალის ზომიერი ღირებულება

· ტარის ზომიერი წონა

ღირებულების უპირატესობების გამო ფოლადის გამოყენება კონტეინერის კედლებისთვის გახდა უფრო გავრცელებული

იატაკი ზოგადად კეთდება ხისგან, ჩვეულებრივ ფიცრებისგან ან ფანერისგან. თუმცა ხე შედარებით ძვირია, მას აქვს არსებითი უპირატესობა სხვა მასალებთან შედარებით: ის მტკიცე და დრეკადია, არ იქმნის შენატყლეჟებს, ადვილად შეიძლება შეიცვალოს შეკეთების დროს, და ზედაპირის სათანადო დამუშავებისას მას აქვს ადეკვატური ხახუნის კოეფიციენტი, რაც მნიშვნეოვანია ტვირთის უსაფრთხოებისთვის.

სტანდარტული კონტეინერები შეიძლება დამატებით იყოს აღჭურვილი გარკვეული საკუთნოთი:

· ორკაპა სატვირთველის უბეები: ისინი ორკაპა სატვირთველის მიერ ცარიელი კონტეინერების მანიპულირების შესაძლებლობას იძლევა დატვირთული კონტეინერების ასე აწევა სპეციალური ნებადართვის გარეშე არ შეძლება. ორკაპა სატვირთველის უბეები დაყენებულია მხოლოდ 20′ კონტეინერებში და განლაგებულია ძირის გვერდით რელსებზე კონტეინერის ცენტრის პარალელურად 40′ კონტეინერებს არ აქვთ ასეთი ორკაპა სატვირთველის უბეები, ვინაიდან ეს უბეები შედარებით ახლოს არიან ერთმანეთთან და ასეთი დიდი კონტეინერების წონასწორობის შენარჩუნება ძნელია. გარდა ამისა ორკაპა სატვირთველების მოძრაობის გზები ხშირად არ არიან საკმარისად ფართო.

· S-ფორმის ტუნელი: მრავალ 40′ კონტეინერს აქვს ღრმული წინა ტორსის იატაკში, რომელიც ემსახურება კონტეინერების ცენტრირებას ე.წ. S-ფორმის შასიზე. ეს ღრმულები აძლევენ კონტეინერებს უფრო დაბლა დადების შესაძლელობას და ისინი შესაბამისად შეიძლება იყვნენ უფრო მაღალი კონსტრუქციის.

· გრაიფერის უბეები: ზოგადად, კონტეინერების მანიპულირება ხდება ზედა ტრავერსის მეშვეობით კუთხის სამარჯვის ან კუთხის სხმულის გამოყენებით. მაგრამ ზოგ კონტეინერს აქვს გრაიფერის უბეები გრაიფერების მიერ მანიპულირებისთვის.

არსებობს სპეციალური სამარჯვები სპეციალური ტვირთების ტრანსპორტირებისთვის:

· ტანსაცმლის საკიდები ტანსაცმლის ჩამოსაკიდებლად: სპეციალური სამაგრი რგოლები, მიმაგრებული ზედა გვერდით რელსზე, ისინი აფიქსირებენ ტანსაცმლის საკიდებს, რომლებზეც ხდება ჩამოკიდებული ტექსტილის ტრანსპორტირება. ისინი ხშირად გამოიყენება იმპორტში სამხრეთ აზიიდან. დამატებითი სამაგრი რგოლები დაყენებულია ძირის გვერდით რელსზე და კუთხის შტანგებზე.

· შემშვები (ნაყარის ტომარა ან ჩასასხმელი ტომარა) პლასტიკური პარკები შეიძლება იყოს ჩამოკიდებული სტანდარტულ კონტეინერებში ნაყარი ტვირთის ან არასახიფათო სითხეების ტრანსპორტირებისთვის.

უმეტესი კონტეინერების ხის კომპონენტები გაჟღენთილია მწერების მიერ დაინფიცირების წინააღმდეგ, რადგან, გარკვეულ გარემოებებში, როდესაც გამოიყენება ხეტყე, შეიძლება იყოს საჭირო დანიშნულების ქვეყნის კარანტინის რეგულაციებთან შესაბამისობა და შეიძლება იყოს საჭირო ფიტოსანიტარული სერტიფიკატის თანდართვა გასაგზავნ საბუთებში. ინფორმაციის მიღება შესაძლებელია დაინტერესბული ქვეყნის ფიტოსანიტარული ორგანოებისგან.

ზომები/წონა
აი სტანდარტული კონტეინერების ტიპების ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალები. მინაცემები აღებულია ჰაპაგ ლოიდიდან, ჰამბურგი.

სტანდარტული ფოლადის კონტეინერი: სიგრძე 20’, სიმაღლე 8’6”, გოფრირებული კედლები და ხის იატაკი

შიდა ზომები

კარის სიო

წონა

მოცულობა

 [მ3]

სიგრძე

[მმ]

სიგანე

[მმ]

სიმაღლე

[მმ]

სიგანე

[მმ]

სიმაღლე

[მმ]

მაქს.წონა

ბრუტო

[კგ]

ტარის ზონა

[კგ]

მაქს. მარგი დატვირთვა

[კგ]

5895

2350

2392

2340

2292

30480

2250

28230

33.2

5895

2350

2385

2338

2292

24000

2250

21750

33.2

სტანდარტული ფოლადის კონტეინერი: სიგრძე 40’, სიმაღლე 8 ‘6”, გოფრირებული კედლები და ხის იატაკი

შიდა ზომები

კარის სიო

წონა

მოცულობა

[მ3]

სიგრძე

[მმ]

სიგანე

[მმ]

სიმაღლე

[მმ]

სიგანე

[მმ]

სიმაღლე

[მმ]

მაქს.წონა ბრუტო

[კგ]

ტარის წონა

[კგ]

მაქს. მარგი დატვირთვა

[კგ]

12029

2350

2392

2340

2292

30480

3780

26700

67.7

Scroll to Top